ხართ 21 წლის?

თელიანი ველი სვანეთის საერთაშორის კინოფესტივალის პარტნიორია

უკან

თელიანი ველი სვანეთის საერთაშორის კინოფესტივალის პარტნიორია

10-16 ივლისს, მესტიაში „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი” გაიმართა.

 

თელიანი ველი ფესტივალის  ოფიციალური პარტნიორია. მეღვინეობამ ფესტივალის სტუმრებს ღვინით უმასპინძლა და საჩუქრად პრემიუმ სერიის ქვევრის ღვინო „გლეხური“ გადასცა.

 

კინოფესტივალი სვანეთში მეორედ ჩატარდა და 80-მდე ხელოვანი, კინემატოგრაფისტი და რეჟისორი დაესწრო.

 

ფესტივალის ფარგლებში ღია და დახურული კინოჩვენებები, ვორქშოფები, მასტერკლასები და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი მოეწყო.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი და სამეჰ ალა – კანის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი, პირველი ეგვიპტელი რეჟისორი. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვიმ ვანაკერი გახლდათ, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამერია.