საფერავი სელექშენი
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთში, ფაფრის მინდვრებზე მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. დაყენებულია ქვევრში (6 თვე) და დავარგებულია ფრანგული მუხის კასრში (12 თვე). ხასიათდება ხავერდოვანი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით. გამოირჩევა შავი ლეღვის ჩირის, შავი მოცხარისა და მაყვლის არომატებით.
ალკ. 13%