ხართ 21 წლის?

„International Wine Challenge 2020“ -ზე მოპოვებული ოქროს თასი

უკან

„International Wine Challenge 2020“ -ზე მოპოვებული ოქროს თასი

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

დეკანტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა.

გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ.

2020 წელს კონკურსში  16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 116 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

 

„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა.

„International Wine Challenge 2020“ -ზე მოპოვებული ოქროს თასი

აღსანიშნავია, რომ თელიანი ველი ერთადერთი ქართული მეღვინეობაა და პირველია ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. ზედიზედ  უკვე ორი წელია რაც ეს ჯილდო მხოლოდ „თელიანი ველის“ ღვინოს გადაეცემა.

გასულ წელს Best in show-ს მფლობელი „გლეხური ქისი ქვევრი 2017“ გახდა.