საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კონკურსის კულმინაცია ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადებაა, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან.
„International Wine Challenge 2020“-ზე მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 11 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას.
უკვე მესამე წელია, გლეხური ქისი ქვევრი კონკურს „International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასი (Gold Trophy) გადაეცემა.
IWC 2020-ზე ბრიონჯაოს მედალი გადაეცა გლეხურის კისისხევის საფერავი ქვევრი 2019-საც.
„International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.