ხართ 21 წლის?

თელიანი ველი ბასკეთი-საქართველოს კულინარიული კონგრესის სპონსორია

უკან

თელიანი ველი ბასკეთი-საქართველოს კულინარიული კონგრესის სპონსორია

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდა.

თელიანი ველი ბასკეთი-საქართველოს კულინარიული კონგრესის სპონსორი და მხარდამჭერი იყო.

ბასკეთი-საქართველოს კულინარიული კონგრესი, 2024 წლის მთავარი გასტრონომიული მოვლენაა.

კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვნენ. ღონისძიებამ 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.

კონგრესს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონიდან დაესწრნენ, მომხსენებლები კი მიშლენის ვარსკვლავის მქონე მასტერ-შეფები და სომელიეები იყვნენ.

ბასკეთის კულინარიული ცენტრი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური ინსტიტუტია. ცენტრს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბასკეთისა და ესპანეთის გასტრონომიის განვითარებაში, მათი სამზარეულო და ბოდეგები (მეღვინეობები) მსოფლიოში გამორჩეული არქტიტექტურული, ენოგასტრონომიული და ტურისტული მიზიდულობის ობიექტებია.