ხართ 21 წლის?

„თელიანი ველის წარმატება“ FALSTAFF-ის დეგუსტაციასა და კონკურსზე. გლეხური

უკან

„თელიანი ველის წარმატება“ FALSTAFF-ის დეგუსტაციასა და კონკურსზე. გლეხური

გერმანიაში, საერთაშორისო გამოცემა FALSTAFF-მა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კონკურსი ჩაატარა.
„გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019“ საუკეთესო ღვინოებს შორისაა და კრიტიკოსებმა 92 ქულით შეაფასეს.

„სავსე, დელიკატური ოქროსფერი შეფერილობის ღვინო გამხმარი ყვავილების, ვარდისა და ნუგას არომატებით ხასიათდება. მის ხანგრძლივ დაბოლოებაში ციტრუსისა და მინერალების ელეგანტური ტონები გამოირჩევა.“ – წერს გერმანული გამოცემა.

აღნიშნულ დეგუსტაციაზე 69 ქართული ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსსა და მონაწილე ღვინოების შესახებ სტატიას წერს www.falstaff.com საერთაშორის პრესტიჟული გამოცემა.

მეტი ინფორმაციისთვის:
https://shorturl.at/abtI0
https://shorturl.at/enowR

FALSTAFF უდიდესი და აღიარებული მედია პლატფორმაა გერმანულენოვანი ევროპის ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: გერმანია, ავსტრია და შვეიცარია.