საერთაშორისო კონკურსზე Decanter World Wine Awards 2024 წარდგენილმა „თელიანი ველისა” ღვინოებმა 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წლევანდელ კონკურსზე მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 18,143 ღვინო იყო წარმოდგენილი, საიდანაც 50 Best in Show, 117 პლატინის, 643 ოქროს, 5,977 ვერცხლის და 8,016 ბრინჯაოს მედალოსანი ღვინო გამოვლინდა.
Decanter World Wine Awards 2024 მეღვინეობა თელიანი ველის შედეგები სრულად:
Winery97, ქინძმარაული 2023 – ვერცხლი
გლეხური, ქისი ქვევრი 2021 – ვერცხლი
Winery97, გაუფილტრავი საფერავი 2022 – ვერცხლი
თელიანი ველი, ხვანჭკარა 2023 – ვერცხლი
8K, Ancient Amber 2022 – ვერცხლი
გლეხური, კისისხევი საფერავი 2022 – ბრინჯაო
გლეხური, საიუბილეო ქისი 2020 – ბრინჯაო
გლეხური, მწვანე ქვევრი 2023 – ბრინჯაო
8K, Ancient Saperavi 2023 – ბრინჯაო
გლეხური, ხიხვი 2020 – ბრინჯაო
Winery97, კახური #8 2022 – ბრინჯაო
გლეხური, ალექსანდროული 2023 – ბრინჯაო
გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 – ბრინჯაო
Winery97, ფილტრავი საფერავი 2021 – ბრინჯაო
გლეხური, ქისი ქვევრი 2020 – ბრინჯაო
გლეხური, რქაწითელი ქვევრი 2022 – ბრინჯაო
ღვინოებს 243 წამყვანი ღვინის ექსპერტი, აქედან 20 მასტერ სომელიე და 61 ღვინის მაგისტრი ბრმა დეგუსტაციით აფასებდა.
„Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული ჯილდოები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.