საუკეთესო ქართული წითელი ღვინო – გლეხური “საფერავი ქვევრი” 2022 Mundus Vini-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს Best of Show Georgia red-ის მფლობელია!
საერთაშორისო კონკურსზე „The 36th Grand International Wine Award MUNDUS VINI“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება ***Best of Show Georgia red***, 8 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა!
ოქროს მედალი მოიპოვა:
გლეხური საფერავი ქვევრი 2022  Gold ***Best of Show Georgia Red***
Winery 97 “კახური #8” 2022
გლეხური  “ხიხვი ქვევრი” 2019
გლეხური  “ხიხვი ქვევრი” 2020
გლეხური  “კისისხევის საფერავი ქვევრი”  2022
თელიანი ველი “მანავი: 2024
8K  “Ancient Red”  2024
Winery 97 “ქინძმარაული” 2024
ვერცხლის მედალი:
თელიანი ველი “ტვიში”   2024
გლეხური საიუბილეო  “ოცხანური საფერე ქვევრი” 2020
გლეხური საიუბილეო  “Saperavi Selection” 2020
გლეხური  “ქისი ქვევრი” 2020
2025 წელს ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან 73 Grand Gold-ის, 2 113 ოქროსა და 1 649 ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინო გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია კონკურსზე წარდგენილი თელიანი ველის ღვინო უმაღლეს შეფასებას იღებს და Best of Show Georgia red/white ჯილდო გადაეცემა.
Grand International Wine Award MUNDUS VINI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, სადაც ექსპერტები ღვინოს ფარული დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოებენ.
ბმული: www.mundusvini.com