ხართ 21 წლის?

IWC2022-ზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება.

უკან

IWC2022-ზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება.

„International Wine Challenge“  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.

 

წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

IWC 2022-ზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

 

გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს – Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.

 

ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:

 

გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 – Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი

 

გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 – ოქროს მედალი

 

გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 – ვერცხლის მედალი

 

თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 – ვერცხლის მედალი

 

თელიანი ველი, WINERY97  გაუფილტრავი საფერავი 2020 – ვერცხლის მედალი

 

გლეხური, ქისი ქვევრი 2019 –  ვერცხლის მედალი

 

გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 – ვერცხლის მედალი

 

 

კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.

 

International Wine Challenge 2022 წლის საუკეთესო მეღვინეებს შემდეგ კატეგორიებში წარადგენს: წითელი, თეთრი, ცქრიალა, შემაგრებული და ტკბილი ღვინო.

 

თელიანი ველის მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე თეთრი ღვინის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.

 

2022-წლის კონკურსში 317 ოქროს, 1731 ვერცხლის და 2048 ბრინჯაოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა. IWC2022-ის რჩეული მეღვინეების ვინაობა 7 ივლისს გამოცხადდება.

 

დამატებით ინფორმაციისთვის:

https://bit.ly/3MmDptD