„International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.
წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.
IWC 2022-ზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს – Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.
ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:
გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 – Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი
გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 – ოქროს მედალი
გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 – ვერცხლის მედალი
თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 – ვერცხლის მედალი
თელიანი ველი, WINERY97 გაუფილტრავი საფერავი 2020 – ვერცხლის მედალი
გლეხური, ქისი ქვევრი 2019 – ვერცხლის მედალი
გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 – ვერცხლის მედალი
კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.
International Wine Challenge 2022 წლის საუკეთესო მეღვინეებს შემდეგ კატეგორიებში წარადგენს: წითელი, თეთრი, ცქრიალა, შემაგრებული და ტკბილი ღვინო.
თელიანი ველის მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე თეთრი ღვინის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.
2022-წლის კონკურსში 317 ოქროს, 1731 ვერცხლის და 2048 ბრინჯაოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა. IWC2022-ის რჩეული მეღვინეების ვინაობა 7 ივლისს გამოცხადდება.
დამატებით ინფორმაციისთვის:
https://bit.ly/3MmDptD