ხართ 21 წლის?

განახლებული პორტფოლიოს პრეზენტაცია ტეხასში

უკან

განახლებული პორტფოლიოს პრეზენტაცია ტეხასში

14-16 ნოემბერს თელიანი ველის განახლებული პორტფოლიო, ამერიკაში სომელიეთა უმსხვილეს კონფერენციაზე – TEXSOM-ზე იყო წარმოდგენილი.

 

კონფერენციის ფარგლებში მეღვინეობა თელიანი ველის ვახშამი რესტორან მონარქში გაიმართა, რომლისთვისაც კერძები მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელმა შეფმა მოამზადა.

 

საღამოს სომელიეები, ღვინის პროფესიონალები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.

 

 

განახლებული პორტფოლიოს პრეზენტაცია ტეხასში

მოწვეულმა სტუმრებმა თელიანი ველი Winery97-ის სპეციალური სერიიდან – ამბერ ბლენდი, საფერავი, საფერავი სელექშენი, ქინძმარაული და ცოლიკოური დააგემოვნეს. „გლეხურის“ ქვევრის ღვინის ხაზიდან რქაწითელი ქვევრი, ქისი ქვევრი, საფერავი ქვევრი და კისისხევის საფერავი იყო წარმოდგენილი, „ღვინის ხალხის“ საკოლექციო ღვინოებიდან კი, ჩინებული, რქაწითელი, ქისი და ტიბაანი.

 

„თელიანი ველის“ ოფიციალური იმპორტიორი ამერიკაში Georgian Wine House.