საფერავი
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. დაყენებულია ქვევრში (6 თვე) და დავარგებულია ფრანგული მუხის კასრში (12 თვე). ხასიათდება ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. გამოირჩევა შავი მოცხარის, შავი ქლიავის ჩირისა და სანელებლების არომატებით.
ალკ. 14%