ოცხანური საფერე როზე
ვარდისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია იმერეთის რეგიონში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნისაგან. კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინო დავარგებულია ქვევრში, ჭაჭაზე დაყოვნების გარეშე. გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალუბლისა და კოწახურის ტონებით. ღვინო დაბალანსებული და სხეულიანია. ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობითა და ჰარმონიული დაბოლოებით.