მეღვინეობა ხელოვნებაა, ყურძენი კი ფერთა პალიტრა შემოქმედის ხელში. ის ღვინოს სიღრმეს, სითამამესა და განზომილებას სძენს.
საქართველოსათვის ენდემური ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშის გათვალისწინებით, შესაძლებლობებიც უსაზღვროა.
ქართული ყურძნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიშები შავი საფერავი და თეთრი რქაწითელია, ორივე კახეთის რეგიონიდან.
საქართველო მევენახეობისათვის საჭირო იდეალური კლიმატით, ყურძნის ჯიშების ნაირფეროვნებითა და უსაზღვრო შთაგონებითაა განთქმული.
რა გასაკვირია, რომ პოპულარული ლეგენდის თანახმად,
ქართველების გულწრფელობით მოხიბლულ ღმერთს მათთვის სათავისოდ გადადებული მიწა დაუთმია.