ხართ 21 წლის?

qvevri animation qvevri icon

ერთი შეხედვით, ქართული ღვინის რეცეპტი ძალიან მარტივია: ყურძენს მიწაში დამარხულ ქვევრში ვათავსებთ და ვტოვებთ. დანარჩენი ბუნების ჯადოქრობისა და უზუსტესი მეცნიერების დელიკატური შერწყმაა. სხვა ჯადოქრების მსგავსად, საიდუმლოებს ადვილად არც ქართველი მეღვინეები თმობენ.

ეს ქართული ღვინოა, არაამქვეყნიური სიმდიდრით განთქმული მიწის წიაღში შობილი. აქ მეღვინეობა ეროვნული იდენტობის პირველ მარცვალთან ერთად, 8000 წლის წინ ჩაისახა და ზრდასა და განვითარებას დღემდე ამაყად აგრძელებს.

თუ ბედის არსებობას დავუშვებთ, მაშინ ქართველებს მეღვინეობა დაჰბედებიათ. ყველაფერი, რაც კარგი ღვინისთვისაა საჭირო, ყურძენი იქნება, კლიმატი თუ ისტორია, საქართველოში ამ დაუვიწყარი, მაცოცხლებელი სასმელის მისაღებად იყრის თავს.

გლეხურის ჯილდოები

გლეხური ქართული ღვინოების ავანგარდშია. შემოდგომის ხილივით მსუყე წითელ და ნაკვერჩხალივით მგზნებარე ქარვისფერ ღვინოებს მიღმა, შეგრძნებების მთელი სამყარო იშლება. გიწვევთ, ერთად გავუსინჯოთ გემო.

line
  • Decanter Best in Show

    რქაწითელი

    2019

  • Decanter Platinum

    ქისი ქვევრი

    2018

  • IWC

    ქისი ქვევრი

    2017

    • ყურძენი

      მეღვინეობა ხელოვნებაა, ყურძენი კი ფერთა პალიტრა შემოქმედის ხელში. ის ღვინოს სიღრმეს, სითამამესა და განზომილებას სძენს. საქართველოსათვის ენდემური ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშის გათვალისწინებით, შესაძლებლობებიც უსაზღვროა.

      ვრცლად
    • ქვევრი

      ქვევრი მარადიული განახლების სიმბოლოა. ათასწლეულების სიბრძნითა და გამოცდილებით დამუხტული ჭურჭელი მიწის ქვეშ იმარხება და ილუქება. ახალი სიცოცხლით აღსავსე ღვინო თავად წყვეტს, თუ როდისაა მზად დასაბადებლად.

      ვრცლად
    • ღვინო

      თელიანი ველი ქვეყნის უნიჭიერეს მეღვინეებს იკრებს და დაუვიწყარი ღვინოების მოსამზადებლად ყველანაირ პირობას უქმნის. ჩვენთან ღვინო ხელოვნების რანგშია აყვანილი, ხელოვნების ყველა ნიმუში კი საკუთარ ღირებულებაზე თავად მეტყველებს

      ვრცლად
    arrow

    Ზემოთ